Sunday, June 22, 2014


საპრეზენტაციო უნარების შეფასების კრიტერიუმი



მოსწავლე
სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან
თვალსაჩინოებებისა და ტექნიკური  საშუალებების გამოყენება
შემოქმედები თობა-
რამდენად ეფექტურად იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით უნარ-ჩვევებს
კითხვაზე ადეკვატური, არგუმენტი რებული პასუხის გაცემა

1.
0-1
0-3
0-4
0-2

2.





3.





4.





5.





6.





პროექტი

1.    პროექტის სახელწოდება -კასტელის „ფერადი“ ალბომი
 2. პროექტის მთავარი იდეა:  კასტელის „ფერადი“ ალბომის გაკეთება.
3. პროექტის აქტუალობაპროექტი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას  ქართულ თეატრალურ ხელოვნებაზე მათთვის საინტერესო ეპოქაზე და თანაგუნდელებთან ერთად განსაზღვრავენ იტალიელი მისიონერის როლს ქვეყნის კინოხელოვნებაში.
4. პროექტის მიზნები:    .  თეატრისა და კინოს ქართველი მოღვაწეების გაცნობა.
                                             .   მ.ჭიაურელის ფილმის  „გიორგი სააკაძის „ განხილვა ,მასში შექმნილი XVII                      
                                                 საუკუნის  საქართველოს ისტორიულ პირთა სახეებისა და კულტურული გარე-
                                                 მოს   შედარება კასტელის ალბომში ასახულ XVII საუკუნის საქართველოსთან .                                                                                                                                                          
5. მონაწილეთა ასაკი: 13დან-14 წლამდე (მეცხრე კლასი)

6. ვადები ხანგრძლივობა4-5 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები შეძლებენ ალბომის გაკეთებას, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავებას, ისწავლიან  ჯგუფურ მუშაობას ურთიერთთანამშრომლობას .

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კასტელის ნახატების ასლები, ფორმატები,კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         მოიძიებენ ინფორმაციას  მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებული ფილმების შესახებ, აკაკი ხორავას შემოქმედების შესახებ,ვერიკო ანჯაფარიძის შემოქმედების შესახებ, იტალიელი მისიონერის კასტელის შესახებ.
·         ნახავენ ფილმს „გიორგი სააკაძე“ და დაათვალიერებენ  XVII საუკუნეში მოღვაწე  იტალიელი მისიონერის,დონ  კრისტოფორო  დე  კასტელის მიერ შექმნილი „გიორგი სააკაძის „პორტრეტს და სხვა ნახატებს .
·         შეადარებენ  ერთმანეთს  ფილმში შექმნილ გიორგი სააკაძის სახეს და კასტელის დახატულ მის პორტრეტს .იმსჯელებენ თუ რა მსგავსება და განსხვავებაა  კასტელის მიერ ასახულ  ტიპებს, ტანისამოსს, ყოფით გარემოსა და ფილმში განსახიერებულ პერსონაჟებს შორის.
·         მოაწყობენ გამოფენას რომელზეც კასტელის ნახატების ასლები მოსწავლეების ფანტაზიით გაფერადებული ვარიანტებით იქნება წარმოდგენილი.

10. საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ გეგმასთან კავშირი:ს.გ .IX.3.ს.გ.IX.9.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნ.ესაკია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:n.esakia1978@gmail.com.

13. პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი:http://nonaesakia.blogspot.com/

Sunday, June 8, 2014


  • გაკვეთილის გეგმა
  • ინტეგრირებული გაკვეთილი
  • პრეზენტაცია
  • შეფასება